პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია „თამარის“ რიგით მესამე დაჯილდოება გაიმართა.
სამეცნიერო პრემია „თამარი“ კონკურსის წესით რამდენიმე მიმართულებით გაიცა. პრემია ახალგაზრდა მეცნიერისთვის გადაეცა სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, თამთა წირქვაძეს, ხოლო სამეცნიერო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო მინდია უგრეხელიძემ მოიპოვა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პრემია 2017 წელს დააფუძნა. პრემია უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერებს კონკურსის წესით სამეცნიერო აქტივობების საფუძველზე ორ წელიწადში ერთხელ ენიჭებათ.