ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ვარინკა წერეთლის ბიოგრაფიის მიხედვით შექმნილი სპექტაკლის, „სულიკოს“ პრემიერა გაიმართა.
ვარინკა, იგივე ბარბარე მაჭავარიანი, ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხრაწყაროში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის ქალთა გიმნაზია და მუსიკალური განათლება ფილიმონ ქორიძის მეუღლესთან, ზინაიდა ვორობეცთან მიიღო.ვარინკა წერეთელი „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ აქტიური წევრი, ზესტაფონში ბიბლიოთეკის გახსნის ერთ-ერთი ორგანიზატორი და თეატრის აღდგენის ინიციატორიც იყო, მაგრამ მიუხედავად ბევრი სხვა ღვაწლისა, მისი სახელი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული სიმღერის, „სულიკოს“ მელოდიას უკავშირდება.