მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა

ტყიბულისა და თერჯოლის შემდეგ, მმართველი გუნდის ლიდერები ზესტაფონში ჩავიდნენ, სადაც ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატი, ბეჟან წაქაძე ოფიციალურად წარადგინეს. მოსახლეობასთან შეხვედრას პრემიერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება სამუშაო ადგილებზე, ზესტაფონის სატრანზიტო მნიშვნელობასა და ეკოლოგიის საკითხებზე გაამახვილა.