პრემიერა ოზურგეთის თეატრში

„გურიის დედოფალი“, – ასე ჰქვია რეჟისორ გოჩა კაპანაძის მიერ დადგმულ სპექტაკლს, რომლითაც ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის 154-ე სეზონი გაიხსნა. დადგმა გურიის სამთავროს უკანასკნელი დედოფლის, სოფიო წულუკიძე-გურიელის ცხოვრებისა და რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს.