პრემიერის კანდიდატის დასახელების შემდეგ, ახლა მთავარი კითხვაა: ვინ ვეღარ მოხვდება ახალ მინისტრთა კაბინეტში. მინისტრების მოვალეობის შემსრულებლები მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებას ელოდებიან. რამდენიმე მათგანი გარკვეულ მინიშნებებსაც აკეთებს.
არაოფიციალური ინფორმაციით, მინისტრის პოსტს დატოვებენ ეკონომიკის და საგარეო საქმეთა მინისტრები. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ბახტაძის ხელმძღვანელობით მთავრობის დაკომპლექტებაზე კონსულტაციები გაგრძელდება.
მინისტრების ცვლილებას პროგნოზირებს ოპოზიცია, რომელიც პრემიერობის დღეს წარდგენილი კანდიდატით უკმაყოფილოა.