პირველკურსელებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს პრემიერ-მინისტრი. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, „განათლებული ახალგაზრდობა – ქვეყნის წინსვლისა და ძლიერების, მისი უკეთესი ხვალინდელი დღის აუცილებელი პირობაა. ამიტომ, განათლება მთავრობისთვის, პირადად პრემიერისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი განვითარებაში“.