პრაღის სამიტი გრძელდება

უკრაინა და ენერგეტიკული კრიზისი ევროპაში, – ამ თემებზე საუბრით გაგრძელდება ევროპული გაერთიანების სამიტი, რომელიც პრაღაში იმართება. დღეს ევროპელი ლიდერები არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ. დისკუსიის დაწყებამდე, მაღალი რანგის თანამდებობის პირები დილიდან კომენტარებს აკეთებენ მედიასთან და ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობენ.