საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრაღის სამიტზე

ევროკავშირის მიერ ინიცირებული ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ლიდერების შეხვედრების შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეობა საქართველოს პრემიერმაც მიიღო. მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოება, უკრაინაში მიმდინარე ომი და ის გამოწვევები იყო, რომელთა წინაშე ევროპა თებერვლის შემდეგ აღმოჩნდა. აქცენტი გაკეთდა იმ ქვეყნების ევროპული პერსპექტივაც, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა სურთ. სწორედ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების საკითხებს ეხებოდა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამართული შეხვედრებიც. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ პრემიერსა და და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის არაფორმალური შეხვედრაც შედგა, ისაუბრეს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე. შეხვედრა გაიმართა ევროკომისიის პრეზიდენტთანაც. განხილვის თემა საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან ერთად, რეგიონული უსაფრთხოებაც იყო.