პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ეწვევიან

10 წელი აგვისტოს ომიდან.

თარიღთან დაკავშირებით საქართველოს დღეს პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერი ეწვევიან.

სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – სახელწოდებით, „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“.