რუსეთის იერიში უკრაინის ენერგოობიექტებზე

ბოლო კვირების განმავლობაში ყველაზე მასირებული სარაკეტო იერიშები უკრაინის ენერგოობიექტებზე.

დაიბომბა სამი თბოელექტროსადგური. ქვეყნის ენერგომომარაგებაში შეფერხებებია მოსალოდნელი. ხელისუფლება მოქალაქეებს ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებს. რაკეტებით და დრონებით იერიშების შედეგად დაშავდნენ მოქალაქეები, მათ შორის მცირეწლოვნებიც არიან. საომარი მოქმედებების პარალელურად ბრიუსელში უკრაინის ფინანსური დახმარების გეგმებს სახავენ. ევროკავშირის ელჩებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.