პოლიტკოვსკაიას 48 ნომერში მცხოვრებლების ნაწილი მერიას ბინების საკუთრებაში გადაცემას სთხოვს. საუბარია 60 ოჯახზე, რომელიც 2002 წელს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ აღნიშნულ კორპუსში ცხოვრობს. როგორც ისინი ამბობენ, მერიამ რვასართულიანი კორპუსიდან მხოლოდ ზედა სართულზე მცხოვრებლებს დაუკანონა ბინები, პირველ სამ სართულზე მცხოვრები ოჯახები კი ამ დრომდე ელოდებიან ბინების საკუთრებაში გადაცემას. საკითხს გამოეხმაურა დედაქალაქის მერი. კახი კალაძის განცხადებით, პროცესი დაწყებულია და აღნიშნულ ოჯახებს ბინები უახლოეს მომავალში დაუკანონდებათ.