დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილება

დედაქალაქის მერია და უშუალოდ თბილისის მერი მზად არიან პატარა ანიტას დასახმარებლად, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. დედაქალაქის მთავრობაში აცხადებენ, რომ მერიის წარმომადგენლები ოჯახთან კონტაქტზე არიან.

ორი წლის ანიტა ფაცაციას დახმარება სჭირდება. მას დაუდგინდა უმძიმესი დაავადება და საჭიროა სასწრაფო ოპერაცია. პატარას ესაჭიროება სპეციალური აპარატი, რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, სანამ ტრანსპლანტაციისთვის საჭირო თანხა მოგროვდება და დონორს იპოვიან. ბავშვი არის ავსტრიაში. ოპერაცია დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება. ანიტას დასახმარებლად შეგიძლიათ თანხა ეკრანზე მითითბულ ნომერზე ჩარიცხოთ.

დატოვე კომენტარი