გამწვანების აქცია

შვედეთ-საქართველოს მეგობრობის მწვანე კუთხე გაიხსნა ვარკეთილში.

სკვერს, შვედეთის მიერ დაფინანსევული პროექტის, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში 150 ხის ნერგი გადაეცა. ხეები კონკრეტულად ამ კლიმატური ზონის გათვალისწინებით შეირჩა. სკვერში პირველი ახალი ნერგები თბილისის მერმა, კახი კალაძემ და შვედეთის ელჩმა დარგეს.