საქართველოს პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.
პირველი რეაქციები პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ახლა მთავარი კითხვაა, შეწყვეტს თუ არა ,„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ბოიკოტს და დაუჭერს თუ არა მხარს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს – ანუ იმ კომპრომისულ საარჩევნო მოდელს, რომელიც სწორედ 8 მარტს დიპლომატების თანდასწრებით შეთანხმდა და რომელიც პარლამენტში მანდატების 120-/30-ზე გადანაწილებას გულისხმობს. ორივე პარტია დღემდე ამტკიცებს, რომ 8 მარტის შეთანხმების კიდევ ერთი ნაწილი მართლმსაჯულების შესახებ სწორედ მათი პოლიტიკური თანაგუნდელების გათავისუფლებას გულისხმობს.
საპირისპიროა მმართველი პარტიის პოზიცია. ,,ქართული ოცნების” ლიდერების განმარტებით, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და შესაბამისად, ხელისუფლება მათი გათავისუფლების ვალდებულებას ვერ აიღებდა.
რა რეაქციები მოჰყვა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებას პოლიტიკური პარტიების მხრიდან.