ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტის საბოლოო ვერსია, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს გახდება ცნობილი. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მანამდე მხარეები პოზიციებს შეაჯერებენ.
როგორც ცნობილია, უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი, ნარკოტიკული საშუალებების დოზები და ნარკომომხმარებლებისთვის განსაზღვრული სანქციებია.
დეპუტატების ნაწილი არ გამორიცხავს ალტერნატიული წინადადებების შემუშავებას, თუ ამ მიმართულებით პოზიციები ვერ შეჯერდება.