პოლიტიკური შეფასებები ნარკოპოლიტიკაზე

18:11, 09.05.2018

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტის საბოლოო ვერსია, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს გახდება ცნობილი. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მანამდე მხარეები პოზიციებს შეაჯერებენ.

როგორც ცნობილია, უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი, ნარკოტიკული საშუალებების დოზები და ნარკომომხმარებლებისთვის განსაზღვრული სანქციებია.

დეპუტატების ნაწილი არ გამორიცხავს ალტერნატიული წინადადებების შემუშავებას, თუ ამ მიმართულებით პოზიციები ვერ შეჯერდება.

მსგავსი