დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადებას, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით, დეპუტატები დღეს კიდევ ერთხელ ეხმაურებიან.
საპარლამენტო უმრავლესობას იმედი აქვს, რომ ფოფხაძე საკუთარ პოზიციას გადახედავს.
შეგახსნებთ, გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება მმართველი გუნდის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის პოსტზე ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.