ეკა ბესელიამ, ზვიად კვაჭანტირაძემ და გედევან ფოფხაძემ ახალი პარტია შექმნეს

ეკა ბესელიამ, ზვიად კვაჭანტირაძემ და გედევან ფოფხაძემ ახალი პარტია „სამართლიანობისთვის“ შექმნეს. მათი თქმით, პარტია 20 ივნისს დაფუძნდება. ბესელიას თქმით, სამართლიანობა არის არსი და მიზანი, რისთვისაც თანამოაზრეებთან ერთად ახალ ეტაპს იწყებს. როგორც ბესელიამ განმარტა, სამართლიანობა იყო ის იდეა და მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომლის გამო მან და ბევრმა სხვა ადამიანმა, საკუთარი პროფესიიდან პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ახალი გზა უნდა იყოს ყველა ისეთი ადამიანისთვის, რომელსაც აქვს განცდა, რომ ვერ აღიდგინა თავისი წილი სამართალი. მისი თქმით, ახალ პოლიტიკურ ძალაში იწვევს ყველას, ვისთვისაც ღირებულია სამართლიანობა, როგორც იდეა.