მსჯელობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე სასაუბროდ დღეს რუსთავში ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი ჩავიდნენ.

დეპუტატებმა საჯარო შეხვედრა გამართეს და განმარტეს, რომ აუცილებელია მოსახლეობამ იცოდეს, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოსამართლეთა შერჩევა გამჭვირვალედ და ობიექტურად მოხდეს.