პოლიტიკოსების შეფასებები ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით

პოლიტიკურ სპექტრში ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება. საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, საქართველოს ხელისუფლებამ კი ყველა საერთაშორისო ტრიბუნა, უმაღლესი დონის შეხვედრა გამოიყენა ამ საკითხის დასაყენებლად. დავით ზალკალიანის თქმით, მომავალში ყველა ნაბიჯი მიმართული იქნება იმისკენ, რომ მსგავსი უკანონო ქმედება აღკვეთილი იყოს.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, გაკეთდა ყველაფერი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი სწრაფად გათავისუფლებულიყო, ამოქმედდა ყველა ბერკეტი – საერთაშორისო კონტაქტები და დასავლელი პარტნიორების ჩართულობა, ასევე ის ფორმატი, რომელიც საქართველოს რუსეთის მხარესთან აქვს.