აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბარი

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბარს ადასტურებს. მისი თქმით, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარესთან საუბრის ძირითადი ნაწილი ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს შეეხებოდა. აბაშიძის განცხადებით, რუსეთის ფედერაციისთვის ცნობილია ქართული მხარის უარყოფითი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე საუბარი შეეხო ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან არსებულ რთულ ვითარებას და ავტომობილების რიგს. აბაშიძის თქმით, გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით რუსეთი გარკვეულ ზომებს მიიღებს. ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე პრაღაში მათი შეხვედრა არ იგეგმება. შეგახსენებთ, რომ რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ „ტასმა“ გაავრცელა გრიგორი კარასინის კომენტარი, სადაც საუბარი იყო რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით, თუმცა ზურაბ აბაშიძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

დატოვე კომენტარი