21 მაისს, 09:00 საათიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება.
საყოველთაო რეგისტრაცია 12 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დოკუმენტაციის წარდგენა კი 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ამ მომენტისთვის, პირველ-მეორე ეტაპებზე დარეგისტრირებულია 20 ათასამდე ბავშვი. სულ საჯარო სკოლებში 2019-2020 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა 73 500 ადგილია, საჯარო სკოლებში დაახლოებით 50 ათას პირველკლასელს ელოდებიან.