პირველკლასელთა რეგისტრაცია

პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი ხვალიდან დაიწყება. შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა დილის 9 საათიდან იქნება შესაძლებელი, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე registration.emis.ge. განათლების სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.