პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი

წინა წლების მსგავსად, თბილისის ცალკეულ სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია არც წელს იქნება მარტივი.

საუბარია ისეთ რაიონებზე, სადაც მოსახლეობის რაოდენობა დიდი, სასწავლო დაწესებულებების რიცხვი კი მცირეა. შესაბამისად, შეზღუდულია მოსწავლეებისთვის გამოყოფილი ადგილებიც. პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დილის ცხრა საათიდან დაიწყო. პირველივე დღემ მშობელთა ერთი ნაწილის პროტესტის ფონზე ჩაიარა.