პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი

2 ივნისს, დილის 9 საათიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო. პროცესი ელექტრონული ფორმით მიმდინარეობს და 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველ და მეორე ეტაპებზე უკვე დარეგისტრირდნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, ასევე ბავშვები, რომელთა და-ძმა სასურველ სკოლაში სწავლობს ან რომელთა მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი.