პირველკლასელების რეგისტრაცია დაიწყო. პროცესი ამჯერადაც შეფერხებებით წარიმართა. ცალკეულ სკოლებზე პირველივე წუთებში მაღალი მიმართვიანობის გამო, მშობლების ნაწილმა შვილების სასურველ სასწავლო დაწესებულებებში დარეგისტრირება ვერ მოახერხა. ამ მხრივ განსაკუთრებით პრობლემური დიდი დიღომი, გლდანი, ვარკეთილი და საბურთალოა, სადაც გადატვირთულობის გამო სკოლებში ადგილების დეფიციტია. დარეგისტრირების მეორე შანსი მშობლებს თვის ბოლოს მიეცემათ – ისინი დამატებით ადგილებს უნდა დაელოდონ.