საქართველო მსოფლიოსთან ერთად შიდსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. ქვეყანაში დაინფიცირების პირველი შემთხვევა 1989 წელს გამივლინდა. ამ პერიოდიდან დღემდე, ვირუსი დაუდასტურდა 6711 პაციენტს. გარდაიცვალა 1339 მოქალაქე. შეძენილი იმუნო დეფიციტის გამოვლენის რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. რაც შეეხება გადაცემის გზებს, ამ მხრივ პირველ ადგილზე ჰეტეროსექსუალური კავშირებია – 44.4%, შემდეგ მოდის ნარკოტიკების ინექციური მოხმარება – 43.1%. სისხლის გადასხმით 0.5 % დაინფიცირდა, ხოლო 0.5%-ის შემთხვევაში მიზეზი დაუდგენელია. სპეციალისტების ვარაუდით, ინფიცირებულთა რეალური რიცხვი გამოვლენილ შემთხვევებს აღემატება და 12 ათასს შეადგენს. შესაბამისად, ვირუს მატარებელმა დაახლოებით 7 ათასმა პირმა საკუთარი დიაგნოზის შესახებ არ იცის.