ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 6 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გამოწვეული გართულებები საქართველოში კიდევ 43 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. „კოვიდ-19“-ის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 18.38% შეადგენს.

საქართველოში „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღეს ზუსტად ორი წელი გავიდა. საქართველოში დღემდე კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 598 172 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსი 16 097 ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდა. სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მეექვსე ტალღის პიკის გადალახვის მიუხედავად, მაქსიმალურად დაიცვან დარჩენილი რეგულაციები, ატარონ პირბადე და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. ექიმები არ გამორიცხავენ, დაიწყოს „კოვიდ-19“-ის ახალი შტამის ცირკულაცია.