პირველი არხის გენერალური დირექტორი MIPCOM-ის სესიაზე

პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი MIPCOM-ის ფარგლებში გამართული სესიის მენტორია. MIPCOM-ი სატელევიზიო და შემოქმედებითი ინდუსტრიის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს 39-ედ იმართება. საფრანგეთის ქალაქ კანში 110 ქვეყნის 12 000 დელეგატმა მოიყარა თავი.
ღონისძიების ფარგლებში, შეხვედრები იმართება საერთაშორისო შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, სატელევიზიო, მულტიმედიური ხელოვნების, კინოს, ტექნიკის და ტექნოლოგიის სფეროებიდან. უკვე მეხუთე წელია, MIPCOM-ის მონაწილე ქალი ლიდერები განსაკუთრებულ ფორმატში ახდენენ გამოცდილების დემონსტრირებას. MIPCom-ი ორიენტირებულია ტელევიზიების წარმომადგენლებზე, ღონისძიებას ესწრებიან ტელესტუდიები და მაუწყებლები, რომლებიც ყიდულობენ ან ყიდიან საერთაშორისო მასშტაბის პროგრამებს და ფორმატებს.​

თინათინ ბერძენიშვილი MIPCOM-ის ფარგლებში გამართული სესიის მენტორია