პირველი არხის ჟურნალისტს აქციის #ნუმომკლავ ორგანიზატორებთან მისვლის საშუალება არ ეძლევა

რუსთაველის გამზირზე აქცია #ნუმომკლავ მიმდინარეობს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მედიის წარმომადგენლებს აქციის ორგანიზატორებთან მისვლის საშუალება არ აქვთ.

აქციის #ნუმომკლავ ორგანიზატორებთან, რომლებიც სცენის უკანა პერიმეტრზე იმყოფებიან, გასაუბრების საშუალება მხოლოდ „რუსთავი ორს“ აქვს.

ცოტა ხნის წინ, თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი. ერთ-ერთ შვილმკვდარ მამას სცენაზე გამოსვლის საშუალება არ მისცეს. როგორც შვილმკვდარი მამა აცხადებს, მის თხოვნას, სცენაზე გასვლასთან დაკავშირებით, გინებით უპასუხეს.

თემის დეტალებით გურამ როგავა ისაუბრებს.