აქცია პარლამენტთან - შეფასებები

გუშინ საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკოსები აფასებენ. მმართველი გუნდის განცხადებით, მომიტინგეების მხრიდან პარლამენტის შენობაზე განხორციელებულმა თავდასხმამ საზოგადოებას დაანახა, თუ რა იყო მათი რეალური მიზანი. ისინი პასუხისმგებლობას ოპოზიციის ლიდერებს აკისრებენ, რომელთაც, მათი განცხადებით, ქვეყანაში არეულობა სურთ. ოპოზიციის ნაწილი კი აცხადებს, რომ აქცია მშვიდობიანი უნდა იყოს, თუმცა მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს, რადგან, მათი თქმით, მმართველმა გუნდმა პროვოკაციულად დააბრუნა სადავო კანონი.