სიტყვიერი შელაპარაკება აქციაზე #ნუმომკლავ

აქცია #ნუმომკლავ რუსთაველის გამზირზე დაიწყო.

ცოტა ხნის წინ აქციაზე მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ერთ-ერთ მოქალაქეს აქციის მონაწილეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და წყალი შეასხეს.

სამართალდამცველებმა მოქალაქე აქციიდან განარიდეს.

შეგახსენებთ, აქციის ორგანიზატორები ოპოზიციური პარტიები არიან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, „სახელმწიფო ხალხისათვის“, „ახალი საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად დღეს დედაქალაქში მთავარ გამზირზე იმყოფებიან.

სამოქმედო გეგმაზე ოპოზიციური ძალები რამდენიმე დღის განმავლობაში მსჯელობდნენ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა დამნაშავეების დროულად გამოვლენას და დასჯას მოითხოვს.