პირველი არხის არქივში დაცული საშობაო საგალობლები

გთავაზობთ რეპორტაჟს, სადაც მოისმენთ და ნახავთ ქართული ხალხური სიმღერისა და საეკლესიო საგალობლების უნიკალურ არქივებს, რომელიც შობის დღესასწაულს უკავშირდება. საუკუნეების განმავლობაში შემონახული საშობაო სიმღერის, „ალილოს“ ვარიაციები, საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში შობის დღესასწაულზე ცოცხლად სრულდება, რაც ჩვენი ფოლკლორის უძველეს წარსულზე, განსხვავებულობას და მრავალფეროვნებაზე მეტყველებს. პირველი არხის არქივში დაცულია და ინახება მეოცე საუკუნეში ჩაწერილი „ალილოს“ არაერთი უნიკალური ნიმუში.

როგორ ზეიმობდნენ ქრისტესშობას, რა იწერებოდა ძველ ქართულ პრესაში და როგორ ჟღერს ჩანაწერები გასული საუკუნიდან – ანა ნოდიას რეპორტაჟი.