„შავნაბადას“ საშობაო საგალობლების კრებული

ანსამბლმა „შავნაბადამ“ დღეს საშობაო საგალობლების სასწავლო კრებულის პრეზენტაცია გამართა.

კრებული წარმოადგენს საშობაო საგალობლების იმ ძირითად ნაწილს, რომელიც დღეს საშობაო ღვთისმსახურების დროს სრულდება. აუდიო ჩანაწერებს თან ერთვის როგორც საეკლესიო გალობის კრებულში, ისე ქართული გალობის ანთოლოგიაში შესული საგალობელთა სანოტო ვერსიები. თვითმასწავლებელი კრებულის მიზანია წვლილი შეიტანოს მომავალ თაობებში ტრადიციული საგალობლების გავრცელებასა და მათ პოპულარიზაციაში.

კრებულის პრეზენტაციის ერთ-ერთი მხარდამჭერი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელია.