#შენისაქართველო ჩაკრულო - საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდერობის ძეგლი კოსმოსში

43 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნასამ კოსმოსში გაგზავნა ხომალდები „ვოიაჯერ 1“ და „ვოიაჯერ 2“. კოსმოსურ ხომალდებზე ინახება ოქროს ფირფიტები – გზავნილი დედამიწიდან, სადაც ჩაწერილია ბუნებრივი ხმები, მისალმებები სხვადასხვა ენაზე, ფოტოები და 27 მუსიკალური ნაწარმოები, რომლებიც სპეციალურად შეირჩა მსოფლიო მუსიკალური საგანძურიდან. მათ შორისაა ქართული ხალხური, პოლიფონიური სიმღერა „ჩაკრულო“.

შენი საქართველო