პრემიერა „საშობაო სიმღერა“

საახალწლო დღესასწაული მოზარდმაყურებელთა თეატრის სცენაზე.

16 დეკემბრიდან დასი ჩარლზ დიკენსის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ „საშობაო სიმღერას“ წარმოადგენს. საბავშვო სპექტაკლი პოპულარულ საშობაო სიმღერებს აერთიანებს, რომელთა ნაწილი მიუზიკლისთვის ქართულად თარგმნეს.

ასევე ბავშვებს საშუალება ექნებათ, მიუზიკლის ფარგლებში მსოფლიოს პოპულარული საშობაო სიმღერები მოისმინონ. მიუზიკლში პროფესიონალ მსახიობებთან ერთად ბავშვებისგან დაკომპლექტებული ვოკალურ-ქორეოგრაფიული გუნდიც მონაწილეობს.