პირველ ივნისამდე თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანა აიკრძალა
პირველ ივნისამდე თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანა აიკრძალა.
განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ეს დროებითი ზომაა, რათა არ მოხდეს საქართველოში კარტოფილის კიბოს გავრცელება.
თესვის სეზონის დასრულების შემდეგ, აკრძალვა მოიხსნება.