შემთხვევა თბილისში.
პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაზიანება მცირეწლოვანმა მიიღო. ექიმის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუგა ქაშიბაძის განმარტებით, მცირეწლოვანს დაზიანება სახის მარჯვენა მხარეს აღენიშნება, თუმცა ჭრილობა ღრმა არ არის და პაციენტი სახლში მალე გაეწერება. ექიმი მოსახლეობას სიფთხილისა და მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს.