ათეულობით ადამიანისთვის ახალი წლის პირველი წუთები სამწუხაროდ უიღბლო აღმოჩნდა.
საქართველოს მასშტაბით, პიროტექნიკისგან მიღებული დაზიანებებით 70-მდე ადამინი საავადმყოფოში მოხვდა. არის მძიმე შემთხვევებიც. შარშანდელთან შედარებით მსგავსი ფაქტების რიცხვმა წელსაც იმატა. მზარდი სტატისტიკის გათვალისწინებით, რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილება დაამტკიცა, რომელიც ძალაში 31 დეკემბერს შევიდა. არასრულწლოვნებზე პიროტექნიკის მიყიდვა აიკრძალა. თუმცა ბოლო ორ დღეში მომხდარი ფაქტები ადასტურებს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამ საკითხში მოქალაქეთა დაბალი ცნობიერებაა. ხშირ შემთხვევაში ბავშვებმა მძიმე დაზიანებები იმ პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მიიღეს, რომელიც მათთვის მშობლებმა შეიძინეს.
დეტალები მარიამ სეთურიძის სიუჟეტში.