პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მოქალაქეები წელსაც დაშავდნენ. სხვადასხვა, მათ შორის მძიმე დაზიანებებით დაშავებულებმა ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კლინიკას მიმართეს. ერთ შემთხვევაში მცირეწლოვანისთვის თითის ამპუტაციაც გახდა საჭირო. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რომ პიროტექნიკის გამოყენებამ ადამიანის ჯანმრთელობას შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს, საახალწლოდ ამ პროდუქციას ზრდასრულები და მოზარდები ისევ აქტიურად ყიდულობენ.
ადამიანების გარდა საახალწლო ასაფეთქებლები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ცხოველებსაც, რომლებიც ხმაურის შედეგად მიღებული სტრესის გამო იღუპებიან კიდეც.