პიროტექნიკის შეზღუდვის მოთხოვნა

სადღესასწაულო დღეების მოახლოებასთან ერთად პიროტექნიკის შეზღუდვის საკითხი

აქტიურდება.

ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები ასაფეთქებელი მოწყობილობების რეალიზაციის აკრძალვას ითხოვენ. სოციალურ ქსელში ხელმოწერებიც გროვდება. თუმცა, კანონმდებლობის გამკაცრება ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას. დღეს მოქმედი კანონით, პიროტექნიკის არასრულწლოვნებზე გაყიდვა იკრძალება, მაგრამ კანონის მოთხოვნის აღსრულების მექანიზმი არ არსებობს. დაბალია ცნობიერებაც, რაზეც ყოველწლიური სტატისტიკაც მიუთითებს. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, წლიდან წლამდე პიროტექნიკით დაზარალებულთა რაოდენობა არ იკლებს.