პიროტექნიკის გამოყენების მძიმე შედეგები

ათეულობით დაშავებული და სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება – ასეთია ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის გამოყენების შედეგები.

ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის კურსს სხვადასხვა სახის დამწვრობის და დაზიანების მქონე პაციენტები ამ დრომდე გადიან, მათი ნაწილი ბავშვია. იმის მიუხედავად, რომ მცირეწლოვნებისთვის პიროტექნიკის მიყიდვა კანონით იკრძალება. ბავშვებს საახალწლო ასაფეთქებლებზე წვდომა მაინც აქვთ, რაც ხშირ შემთხვევაში მძიმე შედეგებით სრულდება. პიროტექნიკა ადამიანებთან ერთად საფრთხეს უქმნის ცხოველებსაც, საახალწლო ფოიერვერკებს ზოოპარკის ბინადარი ემსხვერპლა. ამ ფონზე სპეციალისტები საახალწლო ასაფეთქებლების საერთოდ აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობენ, მოქალაქეებს კი მეტი სიფრთხილისა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ.