პირდაპირი რეპორტაჟი ლისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრიდან
უდიდეს საეკლესიო დღესასწაულს, იესო ქრისტეს აღდგომას, როგორც წესი, საზეიმო სამზადისი უძღვის წინ. მთავარი სიმბოლოები, წითელი კვერცხი და სადღესასწაულო პასკა, ყველა ოჯახში მზადდება. თითოეულს კი განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. აღდგომის განუყოფელი ნაწილია სადღესასწაულო გალობა ეკლესიებში. ზარების რეკვით, სანთლებით ხელში ტაძრის გარშემო, სააღდგომო გალობით მრევლი ქრისტეს აღდგომას ხვდება და ერთმანეთს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას ულოცავს.
ლიზა ციციშვილი ლისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა და ასევე ვეძისის მამათა მონასტრებს ესტუმრა და სააღდგომო ტრადიციების შესახებ ის ახლა უფრო მეტს მოგვიყვება.