პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის შემთხვევები

სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე პასუხისმგებლობაში მიცემულ პირთა სტატისტიკას აქვეყნებს.

ცნობის მიხედვით, დანაშაულზე 14 პირია მხილებული, აქედან შვიდი დაკავებულია. შემთხვევების უმეტესობა სხვადასხვა სოციალური ქსელის პლატფორმის მეშვეობით მოპოვებული პირადი ცხოვრების ინტიმური ხასიათის მასალის უკანონო მოპოვებასა და გავრცელებას ეხება. მათგან შვიდი დაკავებულია. ქვეყნის მასშტაბით მტკიცებულების სახით 300 ერთეულზე მეტი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო, ვიდეო და აუდიო ფაილია ამოღებული.

დანაშაული რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.