შინაპატიმრობა, პატიმრობა თუ გირაო – ყოფილი პრეზიდენტი საბრალდებო სკამზე.
პეტრო პოროშენკო მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდება. პოლონეთიდან დაბრუნებული ექს-პრეზიდენტი აეროპორტიდან დღეს პირდაპირ პეჩორის სასამართლო დარბაზში მივიდა. ამ პროცესზე უნდა გაირკვეს, აღკვეთის რა ღონისძიებას შეუფარდებს მოსამართლე ქვეყნის ყოფილ პირველ პირს, რომელსაც სახელმწიფო ღალატს და ტერორიზმის დაფინანსებას ედავებიან. ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი და ამ დროისთვის უკვე ოპოზიციური პარტიის ლიდერი სამივე ბრალდების მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავს და ციხეში წასვლას გამორიცხავს. სისხლის სამართლის საქმე 2014 წელს დონბასიდან ქვანახშირის უკანონო გაყიდვას ეხება. სასამართლო პროცესი პოროშენკოს მხარდამჭერების აქციის ფონზე მიმდინარეობს.