ახალი ფუნქციის შეთავსებამდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეს სწავლობს. სწორედ ქალდანის უწყებამ უნდა გადაწყვიტოს, დაეკისრება თუ არა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუდენტთა პირადი მონაცემების გასაჯაროების გამო სანქცია. დავის მიზეზია სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ გამოცემული ბრძანება, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის საინფორმაციო დაფაზე გამოაკრეს. შესაბამისად საჯარო გახდა იმ 444 სტუდენტის ვინაობა და პირადი ნომერი, რომლებმაც სწავლის საფასურის გადახდა ვერ მოახერხეს.
როგორც ირკვევა, პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით გარკვეული პრობლემები სხვა უნივერსიტეტებშიც არსებობს.