ე.წ. მოსმენების კანონის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში

საკონსტიტუციო სასამართლო ე.წ. მოსმენების კანონის არსებით განხილვას დღეს უკვე მეორედ დაუბრუნდა. გამწესრიგებელ სხდომაზე პლენუმმა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენეტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების პოზიციები მოისმინა.

სასამართლოში ასევე იმყოფებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. გამწესრიგებელ სხდომაზე განხილვის შემდეგ, სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის გადაწყვეტილება მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს მაშინდელი მოქმედი კანონი არაკონსტიტუციურად ცნო, თუმცა პარლამენტის მიერ მიღებული ახალი რეგულაციები ისევ გასაჩივრდა.

შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც აღმოჩნდა ე.წ. მოსმენების გასაღები, თუმცა მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სააგენტო რეალურად ექვემდებარება სუს-ს და მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არის საეჭვო.