პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა. სპეციალურ კონფერენციაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობასა და მის სამართლებრივ ასპექტებზე იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა ასევე სფეროში არსებულ გამოწვევებზე. ღონისძიებას სასამართლოს, საკანონმდებლო ორგანოსა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.