ეროვნული გალერეა ნორვეგიელი ხელოვანის, პერ ჰესის გამოფენას მასპინძლობს. „ნეონის შუქზე“ – ასე ჰქვია ექსპოზიციას. საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი ნამუშევრები ნეონის ტექნიკით არის შექმნილი. საქართველოში ხელოვანის პირველი ვიზიტი 1988 წელს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის მოწვევით შედგა. ის საქართველოში ორჯერ – 2018 და 2022 წლებში დაბრუნდა.
პერ ჰესი პირველი ნორვეგიელი მხატვარია, რომლის ნამუშევრები ეროვნულ გალერეაში გამოიფინა. ექსპოზიცია, რომელიც ნორვეგიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება, ეროვნულ გალერეაში 30 ოქტომბრამდე გასტანს.