პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

საშობაო ეპისტოლე საათნახევრის წინ გამოქვეყნდა. დაგვიანების მიზეზად, სასულიერო პირებმა ტექნიკური შეფერხება დაასახელეს. ეპისტოლეში ილია მეორე შობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე საუბრობს და მრევლს სინანულისა და უფლისადმი მადლიერებისკენ მოუწოდებს. კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო მიმართვა ეხება პანდემიით გამოწვეულ მძიმე პრობლემებსაც. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური რეგულაციებისადმი დამორჩილებისა და ღმერთთან მეტი სიახლოვის აუცილებლობაზე წერს.

ნათია ქენქაძე გაგვაცნობს საშობაო ეპისტოლეს გზავნილებს.